
კობა გვენეტაძის შეხვედრა საბანკო სექტორთან
სესხების გალარების პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მათგან მოისმინა პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მსესხებლებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სესხების სხვა ბანკებში გადატანა ე.წ. პორტირება და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ იმით, რასაც მიიღებენ მხოლოდ ერთ ბანკში. აუცილებლად შეამოწმონ მეორე ან მესამე ბანკი, სადაც შესაძლოა უკეთესი პირობებიც კი შესთავაზონ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდება კალკულატორი, რომელიც საშუალებას მისცემს მსესხებლებს, რომ გააკეთონ შედარება, თუ რა გადახდები იქნება სხვადასხვა შემთხვევაში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.