
კობა გვენეტაძის შეხვედრა ბიზნესთან
24 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო "ბილთმორ-თბილისში", ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო.
"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორი მოლოდინები, ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მსგავსი შეხვედრები, გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის ისე ბიზნესისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლთა მოსაზრებებს და შეფასებებს, მათ ხედვებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.