
კობა გვენეტაძის საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში
4 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
"დღეს შევხვდი ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და მათთან ვრცლად ვისაუბრე ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ვუპასუხე ახალგაზრდების შეკითხვებს და მოვისმინე მათი ხედვები. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ.