
კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა
კობა გვენეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,
ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ
ჟვანიას უმასპინძლა.
კობა გვენეტაძის თქმით, "ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს
მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას
როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში
ფასდაუდებელია".