
კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური უძღვებოდა, მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული სტატია -"კორუფციის აღმოფხვრა უკეთესი ეკონომიკური მმართველობის მეშვეობით შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში" წარუდგინა.
სწორი პოლიტიკის გატარება არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო, რასაც ემპირიული მონაცემებიც ცხადყოფს. საქართველოს შემთხვევაში, ამის დანახვა შესაძლებელია სხვადასხვა ინდიკატორების მეშვეობითაც, რომლებიც ზუსტად ასახავს საინვესტიციო კლიმატს ქვეყანაში. მაგალითად, "Doing Business Indicator" - ბიზნესის კეთების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ 2006 წელს 112-ე ადგილიდან 2019 წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. "კორუფციის აღქმის ინდექსის" კვლევის თანახმად, საქართველო დღეს 44-ე პოზიციაზე იმყოფება მაშინ, როდესაც 2004 წელს ის 133-ე ადგილზე იყო. ფისკალური გამჭვირვალობის პოლიტიკის შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს ბიუჯეტის ღიაობის ინდექსიც, რის შედეგადაც საქართველო ამჟამად შეფასებულ 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მთავარი მომხსენებლები იყვნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, მაროკოს ფინანსთა მინისტრი მუჰამედ ბენჩბენი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - "რაშიდ"-ის თანადამაარსებელი და თავმჯდომარე, საქსან გარაიბეჰი.