
კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 23-24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი ცენტრალური ბანკების ბანკს წარმოადგენს, სადაც წლიური შეხვედრების დროს ცენტრალური ბანკის მმართველები გასული პერიოდის მოვლენებს აანალიზებენ და მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრია 2014 წლიდან.