
კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.