
კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
გრძელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრები ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან. კობა გვენეტაძე, კომერციული ბანკების შემდეგ, დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა - დაინერგა.