
კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა.