
კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეჯამებული ინფორმაცია წარმოადგინეს. ბანკების შეფასებით, უმეტეს შემთხვევაში მოხერხდა კლიენტისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება. შეღავათი ძირითადად გამოიხატა შენატანების გადავადებაში, ცალკეული მსესხებლებისთვის კი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.