
კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის
საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა.
ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს
შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი
პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობაზე.
"საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი
შეხვედრა იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკური
ურთიერთობების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები
განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების
დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას,
რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის", - განაცხადა კობა
გვენეტაძემ.