კობა გვენეტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

კობა გვენეტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

21 მარტი, 2022

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank - EIB) რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკისა და ქართული ფინანსური სექტორის მიდგომები საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით.

 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის ნეგატიურ გავლენებსა და მისი დაძლევის გზებს. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ საგანგებო ნაბიჯებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში გადადგა და რომლის შედეგადაც საქართველოს საფინანსო სისტემამ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა.

 

შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში EIB-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

სხვა სიახლეები