
კობა გვენეტაძე BSTDB-ის პრეზიდენტს დიმიტრი პანკინს შეხვდა
დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაცია, ბანკის პრეზიდენტის, დიმიტრი პანკინის ხელმძღვანელობით.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რომელიც ერთი მხრივ, ეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაცემას. ეს უკანასკნელი ბიზნესს უცხოური ვალუტის სესხთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის რისკების არიდების საშუალებას აძლევს, რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ.