
ინფლაციის მიმოხილვა
საქართველოს ეროვნული
ბანკი 2015 წლის ნოემბრის „ინფლაციის მიმოხილვას" აქვეყნებს. საქართველოს
ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის - ფასების
სტაბილურობის უზრუნველყოფის ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად
ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს „ინფლაციის მიმოხილვას". მასში
დეტალურად არის მოცემული ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგნოზი და ანალიზი.
კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა, მასზე მოქმედი
ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის
მიმოხილვა.