
ინფლაციის მიმოხილვა
საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წლის მაისის „ინფლაციის მიმოხილვას" აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის - ინფლაციის რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს „ინფლაცის მიმოხილვას", სადაც დეტალურად არის მოცემული ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი. კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა შესაბამისი საანალიზო პერიოდისათვის, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა.