
გიორგი ქადაგიძე: ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და გავუმკლავდებით
მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტების გამოსვლასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა გიორგი ქადაგიძემ მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და მათ განახლებული ლარის ბანკნოტები დაათვალიერებინა.
ახალი ბანკნოტები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული როგორც დიზაინით განახლებული, ასევე ტექნოლოგიურად. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია რომ მასზე დატანილია სუსტი მხედველობისთვის ამომცნობი ნიშნები და ასევე ეს პროცესი მთლიანად არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით მათი ბეჭდვა უფრო იაფი უჯდება ეროვნულ ბანკს ვიდრე უჯდებოდა ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა. ეს არის პირველი განახლება ლარის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში.