ევროს კურსის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს საფრთხეს არ შეუქმნის

ევროს კურსის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს საფრთხეს არ შეუქმნის

08 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საერთაშორისი სავალუტო რეზერვებს, აშშ დოლართან მიმართებით ევროს გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო საფრთხე არ ემუქრება. 8 ნოემბერს აშშ დოლარის კურსმა ევროსთან მიმართებით 1.1735 შეადგინა, რაც 2004 წლის 13 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, აშშ დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსების შესაძლო მერყეობისაგან დასაცავად, ამ ორ ვალუტაშია განთავსებული.   აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათგან მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიკაცია და რეზერვების მართვით მიღებული შემოსავლების ზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რაც ძირითადად აშშ დოლარშია დენომინირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ასევე, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია   განთავსებული. დღეისათვის უცხოური ვალუტის რეზერვების 75 პროცენტი აშშ დოლარებშია, ხოლო 25 პროცენტი – ევროში.   2005 წლის 7 ნოემბრისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 437.4 მლნ აშშ შეადგინა.
სხვა სიახლეები