
ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევის შედეგები კომერციულ ბანკებს გააცნო
კომერციული ბანკების მხრიდან, საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ანალოგიური კვლევა „შემნახველი ბანკების ფონდმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) 2012 წელსაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევის ჩატარების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, აღნიშნული პრობლემების დარეგულირება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკაში შესრულების დონეს მკვეთრად ნეგატიურად აფასებს.