
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
"ფორუმის განმვალობაში გამართულ განხილვებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურად მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენციების ფონზე. ასევე განვიხილეთ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის როლი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია. გარდა იმისა, რომ ფორუმს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობების და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ესწრებიან, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ გავლენიანი სარეიტინგო კომპანიები და ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც უკვე არიან საქართველოს ბაზარზე, ან სურთ შემოსვლა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.