
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგი
14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. დავით საგანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
“მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, და მე, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყოველთვის ვერიდებოდი მკვეთრ განცხადებებს. ჩვენ თითქმის არასდროს ვპასუხობდით ცალკეული ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების დაუსაბუთებელ ბრალდებებს და არა იმიტომ, რომ პასუხი არ გვაქვს: ამის მიზეზი გახლავთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ეროვნულ ბანკს აკისრია ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე. სწორედ ეს არ გვაძლევს უფლებას, რისკის ქვეშ დავაყენოთ საბანკო სექტორის სტაბილურობა, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს სუბიექტურ, არაკვალიფიციურ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ცდუნება.