
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ესაუბრა. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.