ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი გერმანიისა და ავსტრიის ცენტრალურ ბანკებში

ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი გერმანიისა და ავსტრიის ცენტრალურ ბანკებში

05 მარტი, 2026

ნაღდი ფულის მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობისა და გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიის ბუნდესბანკსა და ავსტრიის ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, საბჭოს წევრები - თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი, ასევე საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საუბარი შეეხო ცენტრალურ ბანკებში ნაღდი ფულის მიმოქცევასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ნაღდი ფულის დამზადებისა და განადგურების პროცესებზე, ასევე ფულის დამუშავებისა და რეცირკულაციის საკითხებზე.


დელეგაცია ავსტრიის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვია, სადაც ნაღდი ფულის დამუშავებისა და მართვის პრაქტიკას გაეცნო.


სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

05 მარტი, 2026

ფოტოგალერეა

3

სხვა სიახლეები