
ეროვნული ბანკის ახალი მონეტა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიეძღვნა
"ფრანკფურტის
წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც
ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და
უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში
ექცევა. აღნიშნულის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას
საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში,
წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი,
მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.) და 2018 წელს ეს
პატივი ჩვენს ქვეყანას - საქართველოს მიენიჭება. საქართველოს ეროვნული
ბანკი, ეხმიანება ამ მართლაც ეროვნულ ღონისძიებას - ფრანკფურტის წიგნის
ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას. მოხარული ვარ,
რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი
პროექტი, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის ახალი მონეტა, რომელიც ჩვენი
ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან და საამაყო მოვლენას მივუძღვენით", -
განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.