
ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.
ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა შეიძინეს ჭრელი წინდები, რითიც აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა - მცირედი წვლილი შეიტანონ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვაზე მუშაობს.