ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

01 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ), ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.


მორიგი კვლევითი ნაშრომი "საქართველოს ეკონომიკის DSGE მოდელი: მზარდი ეკონომიკის ფრიქციების LEGO", მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ახლად შექმნილი DSGE მოდელი არის მნიშვნელოვანი დამატებითი ხელსაწყო საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიზისა და პროგნოზირების სისტემისათვის. აღნიშნული DSGE მოდელი განვრცობილია რეალური ეკონომიკისა და საგარეო სექტორის დეტალური სტრუქტურით. ამდენად, შესაძლებელს ხდის მზარდი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი მიწოდებისა და საგარეო შოკების უფრო სიღრმისეულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის გარკვეული მახასიათებლები უკვე სტანდარტულად გამოიყენება ლიტერატურაში, ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ნაკლებად სტანდარტული, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც.

კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

სხვა სიახლეები