
ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელი პროგრამების შესახებ იმსჯელეს დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.