
ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
12 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ ბანკსა და სასახლეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით.
"ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. დღევანდელ ახალგაზრდებს გაცილებით მეტი და კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ დამოუკიდებლად, ვიდრე წინა თაობებს უწევდათ. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან, რომელიც ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია", – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.