დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

28 მაისი, 2010

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 მაისისათვის 3.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 1.6 პროცენტით ანუ 56.1 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 65.3 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.4 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.1 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.1 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.2 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.6 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

სხვა სიახლეები