დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

01 მაისი, 2009

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის 1 აპრილისათვის 2.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თუმცა, უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა კვლავ გაიზარდა 15.3 პროცენტით, მაშინ როცა  ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირდა 40.5 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 აპრილისათვის  75.3 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.7 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.1 პროცენტია.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 75.1 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 24.4  პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

სხვა სიახლეები