
CENTRAL BANKING - ის ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანია მონტრანს გადაეცა
ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა CENTRAL BANKING - ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომპანია "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
GSSS სისტემა კომპანია "მონტრანმა" ეროვნული ბანკის და საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის (GCSD) დაკვეთით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დანერგვიდან წელიწადზე ოდნავ მეტია გასული, მან უკვე მიიპყრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეთა ყურადღება და საბაზრო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.