ახალმა ისტორიულმა მაქსიმუმმა 1 მილიარდ 300 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
13 ივლისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო უცხოური რეზერვების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. 12 ივლისის მდგომარეობით, მან 1 მილიარდ 301 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
უცხოური რეზერვების ახალი მაჩვენებელი 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემზე (882 მლნ აშშ დოლარი) 48 პროცენტით მეტია.