
აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ.
11 აპრილს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი დეპოზიტის ინსტრუმენტი. შესაბამისად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ აღდგომის წინა დღეს გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10, 11, 12 და 13 აპრილი უქმე დღეებია.