2005 წლის განმავლობაში საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2005 წლის განმავლობაში საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

09 თებერვალი, 2006
ელექტრონილი ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით 2005 წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში რეკორდული თანხა – 403 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 145 მლნ-ით აღემატება.   2003-2004 წლებში საქართველოში გადმორიცხული თანხები მხოლოდ 200-250 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო მანამდე (2003 წლამდე) – 55 მლნ-ს უტოლდებოდა.   უკანასკნელ პერიოდში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ნდობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გაცილებით ამაღლდა, რამაც ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების საშუალებით გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობის ზრდა განაპირობა. ამ თანხების დიდი ნაწილის დაბანდება სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და საწარმოთა აქციებში ხორციელდება, ნაწილი სამომხმარებლო ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება. გარდა ამისა, სავალუტო ბაზარზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კაპიტალდაბანდებების სახით უცხოური ვალუტის შემოდინება. კერძოდ, შემოსული თანხების ძირითადი მასა ლარებში კონვერტირდება და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის მატებას განაპირობებს. შესაბამისად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაც.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2005 წლის მანძილზე საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხების 62.9% რუსეთიდან გადმოირიცხა, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები (10.6)% და საბერძნეთი (3.9%) დომინირებენ. თუ 2000-2001 წლების მანძილზე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი მასის შემოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდებოდა, 2002 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხებით რუსეთი ლიდერობს.   2005 წლის განმავლობაში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით, 87.7 მლნ აშშ დოლარი. საანალოზი პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 63.1%, რუსეთზე მოდის, შემდეგ – უკრაინასა (9.5%) და გერმანიაზე (3.3%).   ფულადი გადარიცხვები, უმეტესწილად, „ვესტერნ იუნიონით“ ხორციელდება, რადგან აღნიშნულ სისტემას ყველაზე ფართო ქსელი გააჩნია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.                        სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყნების მიხედვით                                                                                                                           ( 2005 წ.)                                                                                                                    (ათას აშშ დოლარებში)     ქვეყნები
სხვა სიახლეები