
"მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს
ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვის მეორე კვირაში იმართება, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. წლევანდელი კვირეულის დევიზია "მიიღე მონაწილეობა. დაზოგე ჭკვიანურად!" - "Take Part. Save Smart!".