საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

29 დეკემბერი, 2023

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.2 მლრდ აშშ დოლარი (-78.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -98.7 პროცენტია (მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -103.9 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 337.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.6 მლრდ აშშ დოლარია (41.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 386.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.8 მლრდ აშშ დოლარი (120.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 48.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები