საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

04 თებერვალი, 2025

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

 

ძირითადი ტენდენციები


ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.0% შეადგინა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ასევე 2.0% შეადგინა
  • ადგილობრივმა ინფლაციამ იანვარში 2.3% შეადგინა

 

საბანკო სექტორი

  • დეკემბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.0%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ დეკემბერში 52.8% შეადგინა
  • საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ დეკემბერში 43.3% შეადგინა

 

საგარეო სექტორი

 

  • იმპორტი - დეკემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 20.9%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად საინვესტიციო და სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის მაღალმა ზრდამ განაპირობა. ამასთანავე, შუალედური სახის საქონლის იმპორტი ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 549.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა. შუალედური სახის და საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტმა კი ზომიერად დაიკლო
  • დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 324.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4,449 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები