საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

04 ოქტომბერი, 2024

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

 

ძირითადი ტენდენციები

 

ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.8% შეადგინა
  • ადგილობირვი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და სექტემბერში 1.2% შეადგინა

 

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 47.8% შეადგინა
  • აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 43.9%-მდე შემცირდა

 

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურად 4.8%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური და საინვესტიციო სახის საქონლის ჯგუფების იმპორტი ამჯერად ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 30.1%-ით გაიზარდა და 641.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის მაღალი ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა.
  • აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 167.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

 

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები