კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2024 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით*. 2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს.
საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.0 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
* 50 %- ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.