კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 ივლისი, 2022

2022 წლის ივნისის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.69 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  ივნისის ბოლოს 64.2 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე.

 

სხვა სიახლეები