კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესში ცვლილებები 6 ივლისიდან შევა ძალაში
მაღალი დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემაა, რომელიც მიუხედავად შემცირების დინამიკისა, ის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. დოლარიზაცია, გარდა იმისა რომ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკია, ასევე ზრდის წნეხს სავალუტო ბაზარსა და ინფლაციაზე. აღსანიშნავია, რომ მაღალი დოლარიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური კრიზისების დროს ხდება, როდესაც საზოგადოებრივი დანახარჯები იზრდება.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა აპრილის თვეში დეპოზიტების ბაზარზე დედოლარიზაციის პროცესების შემდგომი ხელშემწყობი გადაწყვეტილება მიიღო.
კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის დაცვის წესში ცვლილებები 2021 წლის 6 ივლისიდან შევა ძალაში.