"პეისერა ბანკი საქართველოს" ლიცენზირების მესამე ეტაპი გაუხანგრძლივდა

"პეისერა ბანკი საქართველოს" ლიცენზირების მესამე ეტაპი გაუხანგრძლივდა

21 ნოემბერი, 2022

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა ბანკ საქართველოზე", ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის 12 იანვრის განკარგულებით, სს "პეისერა ბანკი საქართველოს" სესხების გაცემისა და სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, კერძოდ, ურთიერთგადაცვლის უფლება მიენიჭა. აღნიშნული ეტაპი  გაგრძელდა 2025 წლის 11 თებერვლამდე და ამ დროის განმავლობაში სს "პეისერა ბანკი საქართველო" კომერციული ბანკებისათვის ნებადართული საქმიანობის სრულად განხორციელების უფლება ჰქონდა.

ეროვნული ბანკის 2025 წლის 11 თებერვლის განკარგულებით, სს "პეისერა ბანკი საქართველოს“ ლიცენზირების პირობებით გაწერილი მე-3 ეტაპი გაუხანგრძლივდა 2025 წლის 30 ივნისამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის 25 ივლისის განკარგულებით, სს "პეისერა ბანკი საქართველოს“ ლიცენზირების პირობებით გაწერილი მე-3 ეტაპი კვლავ გაუხანგრძლივდა 2025 წლის 18 ნოემბრამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის 14 ნოემბრის განკარგულებით, სს „პეისერა ბანკ საქართველოს“ ლიცენზირების პირობებით გაწერილი მესამე ეტაპი გაუხანგრძლივდა დამატებით  3 თვის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის “კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე” №152/04 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.


თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.


                                                                                                                                        განახლებული - 19.11.2025.

სხვა სიახლეები