ეროვნული ბანკი მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I - ის საკოლექციო მონეტების შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

ეროვნული ბანკი მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I - ის საკოლექციო მონეტების შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს

04 ივლისი, 2022

ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების წინასწარი შეკვეთით რეალიზაციის პრაქტიკას და ამჯერად მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I - ის თემებზე (სერია - საქართველოს მეფეები) ოქროსა და ვერცხლის მონეტების შეძენით წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. მონეტების გამოშვება 2023 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მონეტების სრული სარეალიზაციო ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით. წინასწარი შეკვეთისთვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია/რეგისტრაცია ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და განათავსონ შეკვეთა. მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტის შემთხვევაში 1000 ლარი, რაც შესაბამისი მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია.

 

 

წინასწარ შეკვეთილი მონეტების მიწოდება მოხდება მონეტების გამოსვლის შემდეგ, ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის მეშვეობით გადახდის მეორე ეტაპის განხორციელების პირობით, რაც მოიცავს მონეტის ღირებულების დარჩენილ გადასახდელ თანხას, ასევე მიწოდებისა და დაზღვევის საფასურს.

 

 

წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია "საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე და რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე.

 

აქვე, დღემდე განხორციელებულ წინასწარ შეკვეთილ მონეტებთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ევრობასკეტის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტების გამოშვება - რეალიზაცია დაგეგმილია სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტო - სექტემბერში, მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების - სავარაუდოდ 2023 წლის თებერვალ - მარტში. აღნიშნული მონეტების გამოშვება - რეალიზაციის ზუსტი თარიღები საზოგადოებას ეცნობება მათი რეალიზაციის დაწყებამდე.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

სხვა სიახლეები