ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი
2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.