ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი
2022 წლის 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.