თბილისის ფინანსური სამიტი | 2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსური სამიტს“ უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილებოდნენ. „თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა იყო მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება.