„დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CIBS@nbg.gov.ge
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს დაინტერესებული პირის მიერ მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით (დანართი - დაინტერესებული პირების მიერ კომენტარებისა და მოსაზრებების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდების ფორმა) მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პროექტი წარმოადგენს სამუშაო ვერსიას და შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ კორექტირებას ან/და მიღებული კონსულტაციის საფუძველზე შესაბამის ცვლილებებს.“