საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსური სექტორის მომხმარებლის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა „საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის“ პროექტი, რომელიც საჯარო კონსულტაციებისთვის და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.


შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა წინამდებარე დანართი-ს მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - mcs@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 4 ივლისის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.