ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ -ისთვის (ს/ნ 433109511) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“-ის (ს/ნ 433109511) დაჯარიმება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

    1 (ერთ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით და არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.