ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „თეთრი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 7 (შვიდი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 49,000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარი.
    ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „თეთრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.