ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტო ჩეინჯი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 14 (თოთხმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი.
    ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტო ჩეინჯს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) დაეკისრა ჯარიმა ჯამში 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.